კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:15
Advertisement

 

 

 

შრომისა შვილო, გლეხო პატარა,

ისწავლე წიგნი, ეცადე ჩქარა.

შემდეგ წიგნისა - თოხნა და ბარვა,

არა სხვასავით ხვეჭა და პარვა!


ძმაო, ვინც სწავლა არ მოიხმარა,

იგი ტანჯვისა მსხვერპლი გამხდარა.

ისწავლე წიგნი, ბიჭო პატარა,

მანამ დაგცქერის ცისა კამარა!


ვიდრე ხარ ქვეყნად, სწავლა არ კმარა,

მოხუცი იყვე თუნდა პატარა...

ვინც რომა სწავლა არ დაიზარა,

იგი ამ ქვეყნის ძეგლი გამხდარა.


ვინც მონის შრომით დრო გაატარა,

მისი ხსენება მსწრაფლად გამქრალა.

შრომისა შვილო, გლეხო პატარა,

ისწავლე წიგნი, ისწავლე ჩქარა!

 

ლექსები დედა ენაზე  • • •   პოეზია - იოსებ დავითაშვილი  • • •   იოსებ დავითაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen