კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 01:21
Advertisement

 

 

 

ირიჟრაჟა მტრედისფერად,

მიეფარა ქედებს მთვარე,

ჩიტუნების ჟრიამული

აღვიძებდა არე-მარეს.


და ფანჯრებთან ფრინველების

ტკბილი ხმა რომ აღარ დაცხრა -

გოგიც ადგა სიხარულით

და ქოჩორი გადივარცხნა.


გადაფურცლა "დედაენა", -

აშრიალდნენ თითქოს ხენი!

გადიკითხა სტრიქონები

მოჭიკჭიკე მერცხლის ენით.


სახლში ვეღარ გააჩერეს,

დაიმშვენა წიგნით ხელი,

და სკოლისკენ კმაყოფილი

უფროს ბავშვებს გაჰყვა ლხენით.


მკვირცხლად დაჯდა ახალ მერხზე, -

აუძგერდა ნორჩი გული

და საყვარელ მასწავლებელს

ყურს უგდებდა განაბული...


გოგი ახლა მოსწავლეა

მოიშალა უქმად რბენა!

მას ყველაფერს ურჩევნია

ჩვენი ტკბილი "დედაენა".


ლექსები დედა ენაზე  • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen