კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 21:19
Advertisement

 

 

 

რა ტკბილია ჩვენი ენა, 

დაუკვირდი კარგად.

დინჯად, წყნარად ისაუბრე,

ასოებს ნუ ჰკარგავ.


"რ"-ს მაგივრად "ლ" არა თქვა,

არ იქნება სწორი.

"ს"-დან "შ" მდე თვით ანბანში

მანძილია შორი.


სად გაქვს ცერი, რომ გკითხავენ,

ამბობ: - "აი, ცელი".

ცელი კიდევ სულ სხვა არის,

ბალახების მჭრელი.


გკითხეს: - დედა შინ არ არის? -

შენ პასუხობ: - "ალი".

"ალი" ქვეყნად გამიგია,

მხოლოდ ცეცხლის ალი.


რა ტკბილია ჩვენი ენა,

დაუკვირდი კარგად.

დინჯად წყნარად ისაუბრე,

ასოებს ნუ ჰკარგავ.

 

ლექსები დედა ენაზე  • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ "Share"
აირჩიეთ "Add to Home Screen"