კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 19:09
Advertisement

 

 

 

ნეტამც ვინ იყავ პირველი მთქმელი,

შენ, ბედნიერო და უსახელო;

ქართული სიტყვა, სულის ჩამდგმელი,

სტვირს რომ მიანდე სახელდახელოდ!


იქნებ ის იყავ, დანაცრებული,

მე რომ გათხრისას გნახე მცხეთაში,

იქნებ აღსდექი განათებული

ზედაზნის დილის გამოხედვაში.


იქნებ ლერწამი შენი ძვლებია,

არაგვის ჩქერზე ამორხეული;

იქნებ ჩუქურთმას შენაცვლებია

სვეტიცხოველზე შენი სხეული?


იქნება მტკვარზე მდგარი ნისლი ხარ,

გვერდი რომ გაჰკრა ახლა ფრინველმა?

არ ვიცი, მაგრამ ყველგან მიცვნიხარ,

ვინც სთქვი ქართული ლექსი პირველმა!

 

ლექსები დედა ენაზე  • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen