ახალ წელს, თოვლივით მოვალ და... გაჩუქებ, მთელი წლის ფიქრებს... შენ მხოლოდ სიცოცხლე მომანდე... სამარის კარამდე ვიფრენთ...
ითოვოს დილამდე... ახალ წელს დაასწროს მოსვლა... მე მინდა, თოვლივით მიყვარდე... შენს ტუჩებს ვაჩუქო კოცნა...
ყოველ წელს, ვშორდები წარსულს... ახალ წელს, თავიდან მოვდივარ... სხვაგვარად სიცოცხლე არ მსურს...
დილიდან დილამდე... და თეთრად მოვხატავ სურათს... ეს ღამეც, სიყვარულს მივანდო... სულში კი, დამთოვოს სულაც...
გარეთ რომ ორსულობს... ფანტელი, სადღაც რომ მირბის... ახალი წელი მოსულა... ძველი, წარსულში მიდის...
თორმეტიც გამხადარა... და ზეცა, ფერებად იწვის... ამ ღამეს, პერანგი გავხადე... და ახლა, შიშველი მიცდის...
ბედობას, გაჩუქებ ვარდებს... მე თოვლი, სხვა ფერი არ მინდა... ფიფქები, შენ მინდა, გგავდეს... |