კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:56
Advertisement

 

 

 

თოვლის ფიფქი ფარფატელა

ჩამოფრინდა ამ დილით.

ასე გვითხრა: - სტუმარს უნდა

მოვუმზადოთ სადილი.


ძველი წელი მიბრძანდება                                

მალე ახალს ველიო                                            

ზეიმი გვაქვს დიიდზე დიდი

სუფრაც გვინდა გრძელიო.


დაუძახა სხვა ფიფქებსაც;

დახმარება მინდაო,

თეთრი სუფრა მომიქარგეთ 

ლამაზი და წმინდაო.


მერე ფიფქმა მეც მომმართა:

- ჩემო კარგო მარიამ, 

შენს მეგობრებს: ლაშას დათოს

შეეხვეწე ძალიან,


მოძებნონ და მორთონ ტყეში 

ნაძვი დიდი, მაღალი,

ამ საქმეში დაიხმარონ 

გიორგი და თამარი.


დატრიალდნენ მეგობრები

გამოფრინდნენ ფიფქები

საზეიმოდ მოემზადნენ                                   

შაშვები და ჩხიკვები.


გაიშალა თეთრი სუფრა

ფიფქებით მოქარგული,

დაალაგეს ტკბილეული,

ნამცხვრები მოშაქრული.


მალე გაჩნდა ტყეში ნაძვი

ნაირფერად მორთული

ბოლოს სპილომ ჩამოკიდა 

მოსართავი ხორთუმით.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen