ზეიმია უღრან ტყეში, ცეკვავენ და მღერიან - შეიკრიბნენ ცხოველები, თოვლის პაპას ელიან.
ციმციმებს და ანათებს. ნაძვის ძირში ალაგებენ საახალწლო ბარათებს.
სოროში კი თაგუნებს: - მალე მოვა თოვლის პაპა და ჩვენც რამეს გვარგუნებს.
თორმეტჯერ რომ ჩამოჰკრა, ატყდა ერთი ჟრიამული, რა გგონიათ, რა მოხდა?
წამოვიდა თოვლი და თეთრი წვერით, შავი ნაბდით თოვლის პაპა მოვიდა.
ყველა, ტყეში ვინც არის. ვის რა ერგო საჩუქარი, აბა, გამოიცანით!
მისცა ჭრელი ბალიში. მაინც სძინავს მთელ ზამთარს და თათის ლოკვას არ იშლის.
- დამიფასებ ამაგსო, ღამღამობით რომ ყმუიხარ, მოუსმინე ამასო.
კურდღელს დიდი სათვალე - ბაჭიები არ დაკარგო, გაიკეთე, დათვალე!
ჟირაფს ერგო ბურთი და ზღარბს - ძაფები ათასფერი, ჯადოსნური ყუთიდან.
მელაკუდა-მელიას - წაიკითხე არაკები, შენ თუ გამოგელია.
- არ გამიწყრე ამაზე, მეფე ხარ და დაგჭირდება, ფაფარს გაილამაზებ.
ტურას - დიდი საყვირი, სავარცხელი - ოფოფს, ზებრას - ზოლიანი აღვირი.
- დაიხეხე ეშვები! ჩიტებს - ლამაზ პარაშუტებს - ძირს ამით დაეშვებით!
ყველასათვის აღმოჩნდა. მერე ისევ ჩაყო ხელი, მგონი, რაღაც გამორჩა…
ტკბილეული არ იყოს? რა თქმა უნდა, კანფეტებიც უნდა ჩამოარიგოს.
უღრანი ტყის ბინადართ… მაგრამ დილით, თოვლის პაპა ისევ გაუჩინარდა. |