კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 14 დეკემბერი 2025 07:18

 

 

 

ახალ წელიწადს გილოცავთ

მთლად ივერიის ერსაო:

ქართლელს, იმერელს, კახელსა,

მეგრელს და გურულებსაო;

სვანებს, აფხაზებს, რაჭველებს,

ფშავებს და ხევსურებსაო,

საერთოდ ყველა ქართველებს,

ჭირში და ლხინში ძმებსაო!

ღმერთმა ჰქნას, ყველა ეძებდეთ

და-ძმურად კეთილ გზებსაო;

სწავლაში, ხელოვნებაში,

რომ არ ჩამორჩეთ სხვებსაო.

განათლებული ხალხისგან

სწავლობდეთ ყველაფერსაო;

მოყვარეს ძმურად დაუხვდეთ,

პასუხი გასცეთ მტერსაო;

მოძმესა გაჭირვებულსა

ძმურად აწვდიდეთ ხელსაო,

მეც თქვენთვის შევევედრები

მაცხოვარს, ტანჯულთ მხსნელსაო:

სეტყვა და გვალვა აშოროს

თქვენს მინდორს მთა და ველსაო.

დიდი ბარაქა მიეცეს

ნამუშევარსა თქვენსაო.

რასაც კეთილსა ელოდეთ,

ის მოგაყენოთ კარსაო.

მხიარულათა უჭვრეტდეთ

მაღლა ციაგა ცასაო.

სიმართლის გზაზე ვიდოდეთ,

არ გადუხვიოთ მასაო.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - იოსებ დავითაშვილი  • • •   იოსებ დავითაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ