კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:30

 

 

 

- ახალი წელია, ახალი წელია...

ისმის ღიღინი ნელი.

ლიკა და ნიკა ბაბუას ელიან

ხურჯინით და გრძელი წვერით.


- ახალი წელია, ახალი წელია...

გიორგიც ღიღინებს ჩუმად.

ბუხართან დაკიდა ლამაზი წინდა,

საჩუქრად მანქანა უნდა.


თვალი ელულებათ ბაბუას ლოდინში

დარდობენ: - სადაა ნეტავ, 

სიზმრებშიც მოვიდა თოვლის ბაბუა,

ხურჯინი სავსე აქვს, ხედავთ?


აი, ახალი წლის დილა გათენდა,

სავსეა ბუხართან წინდა,

ნაძვის ხის გარშემო რა არ აწყვია,

სულო ნეტავ რა გინდა.


- ახალი წელია, ახალი წელია,

ატყდა ყიჟინი დიდი,

- ბაბუა მოსულა, 

თოვლის ბაბუავ, 

მადლობა, მადლობა დიდი!

შეიძლება დაგაინტერესოთ