კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:59
Advertisement

 

 

 

რა კარგი თოვლი მოსულა,

გათეთრებულა მთა-ველი,

ვნავარდობთ, ვმღერით, ვიცინით,

ბევრი გვაქვს გასახარელი!

რა კარგი თოვლი მოსულა,

ციგები, აბა, ციგები!

თოვლის ბაბუა გვალაღებს,

ვთამაშობთ და არ ვიღლებით.

მივდივართ, თან მოგვყვებიან

ციყვი, დათვი და მელია

კურდღლებიც ჩვენთან არიან...

ხედავთ? ახალი წელია!

ნაძვები დათოვლილები,

თავს დაგვიხრიან კრძალვითა;

- ბავშვებო, ცუგრუმელებო,

ჰა, ძველი წელიც წავიდა!

ახალი წელი დაგვიდგა,

წმინდა ვით თოვლის ფანტელი,

გილოცავთ ახალ წელიწადს,

გმოსავდეთ მისი ნათელი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალეკო შენგელია  • • •   ალეკო შენგელიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen