კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:53
Advertisement

 

 

 

სულ მალე მოვა ახალი წელი,

მივეგებები ცისფერ ინფანტას,

რომ ჩემი სახლის მაღალი ჭერი

მისი სხივებით მიმოიფანტოს.

რა მიხარია?

რა მიხარია

ის, რომ ერთი წლით უფრო ვბერდები,

რომ ჩემს მწვერვალზე თოვლის ქარია

და მე ამ ქარებს არ დავნებდები.

რომ დავინახავ ცისფერ ღიმილში

ჩემი მამულის ახალრთველობას,

ის რომ თბილისი არის თბილისი

და საქართველო საქართველოა.

რა მიხარია?

მე მიხარია,

რომ მყავხარ ქვეყნად ერთი ნუგეში

და გულში ახლაც ის გრიგალია -

ამოვარდნილი სიჭაბუკეში.

კარს შემოაღებს ახალი წელი

მივეგებები ცისფერ ინფანტას,

რომ ჩემი სულის მაღალი ჭერი

მისი ღიმილით მიმოიფანტოს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen