კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:18

 

 

 

ბუნებამ გამოიღვიძა,

ადგა, გაცოცხლდა მკვდარია…

ძლივს საამური დამეცა

ცივი ციური ცვარია.


თოვლი დამდნარა მთაზედა,

ხევებზე მოჰყეფს ღვარია;

აქით არაგვი აყვირდა,

იქით ბანს აძლევს მტკვარია;


არ მოეწყინა ამათა

ჯავრობა შესაზარია.

რამდენი ხანი გავიდა,

რაც დედამიწა არია,


მას აქეთ დაუღალავად

მიწასა სთელვენ ძმანია;

იმათ წყალს დაუბანია

თამარის ტურფან თვალნია;


შვილთ ტრფობით გაუმაძღრები

გადმოსცქერიან მთანია.

ძმანი შესტრფიან დედებსა,

დედები - ლომ-გულ შვილებსა,

საკინძზე ალმასისასა

დაუკერებენ ღილებსა.


უმისოდ საყვარელ ძმათა

ამ დროს ზნე უვლისთ ავია,

არ იზმენ, თუ ერთმანერთსა

არ გაუსინჯეს მკლავია.


ერთურთს ფრანგულებს უქნევენ,

თან იგერებენ ფარითა,

მემრე ჰკოცნიან ერთმანერთს,

მიდიან ერთის თავითა.


იმ ალაზანსაც შაესმის

ძმათ ბრძოლა მცხეთის კარითა,

ისიც წინ მოეგებება

წვერ-ბასრის შუბის ტარითა.


ამძიმებს იმათ სიფიცხეს

თავის ტალღების ღვარითა.

მთას იქით მოსთქვამს რიონი

გაშიშვლებულის ხმალითა…


რა მოსწყურებია

თქვენი დანახვა თვალითა!..

იკურთხოს თქვენი ერთობა,

სამის სამების ძალითა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ