სამი დობილი მოვიდა: მარტი, აპრილი, მაისი, იები სცვივათ ქობიდან, გაგვისამკეცეს ხალისი.
მტირალა, მიზეზიანი, ხან მოღრუბლული დარია, ხან კი ძალიან მზიანი
ცალზე ღიმილი ჰფენია. ეშმაკს პატარა კალათი ენძელით გაუტენია.
იები გულზე დაყრილი, - ნუშის და ატმის ტოტიდან გვიხმობს ჟუჟუნა აპრილი.
არ იცის ჭკნობა რას ჰქვია, თითო გოდორი ყვავილი ზედ თავზე გადმოგვაფრქვია.
შეღერებული მაისი, მწვანე ხავერდი ირჩია, გზა მოიფინა თავისი.
გვიან რომ შემოირბინა, დაჯდა, მოქარგა მდელო და ტყეები მოაგვირგვინა.
გვეწვია სამი დობილი, რიგ-რიგად გაგვეთამაშნენ სხივებთან გადაჭდობილნი. |