კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 22:24
Advertisement

 

 

 

ცა დაიფარა რუხი ლაქებით, -

წვიმა წამოსვლად უკვე მზად იყო

და ალბათ ბევრი ჰქონდა სათქმელი,

საღამომდე რომ ვეღარ გადიღო.


დაიწყო...

ჰგავდა ჟრუანტელს ბავშვის,

გეგონებოდათ ჩვილი დადისო.

მერე თანდათან უფრო გახშირდა,

მჭევრმეტყველების ცეცხლით აივსო, -


ბევრი იბორგა, ბევრი იდავა,

ღრუბლებს მუშტივით თავში იცემდა...

მერე წავიდა სადღაც, მთის გაღმა,

იქაც - მაისის დასამტკიცებლად!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen