აი ია,
სუნთქვაა თუ
ყვავილია,
მიწის პირზე
გაზაფხულის
მაცნედ ამოყვანილია.
აგერ ია,
ხმაში ცრემლი გამერია.
თებერვალის
ქარიშხლებში
გზა და კვალი
ამერია.
თუმც იაზე
იისფერი
ივერიის მთა-ველია,
სული მისი აყვავების
მოლოდინით დამელია.