კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:49
Advertisement

 

 

 

ვდგევარ ბაღში... გული არ გრძნობს სიმარტოვეს...

მხოლოდ მიკვირს - ტყემლებს რად აქვთ ფერი მკრთალი?

ან მხარგაშლილ მობრიალე ატმის რტოებს

ვინ შეუნთო გასაოცრად ცეცხლის ალი?


ირგვლივ ხენი უშფოთველნი დგანან მშვიდად...

მე მაოცებს ეს ცეცხლი და თოვლის გროვა...

თუ ცეცხლია - მარტო ატმებს წაეკიდა?

თუ თოვლია - მარტო ტყემლებს დაათოვა?


სხვა ნერგები თვალის სეირს ესწრებიან?

თუ რა არის? რა სიმწვანე ფარავთ მხრებზე?..

- აპრილია! თურმე აპრილს შესძლებია:

ტყემლებს თოვლით, ატმებს ცეცხლით ააფეთქებს!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen