კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 07:48
Advertisement

 

 

 

ნუ დაიჭერ პეპელას:

შენს ხელში რომ მოხვდება,

დიდხანს აღარ იცოცხლებს,

უსათუოდ მოკვდება.

აზიზია... ვერ იტანს

ქარიშხალს და წვიმასა,

მოკლე დღე აქვს საბრალოს,

შენ კი უსპობ იმასაც!

დე, იფრინოს, ილაღოს,

შესვას ტკბილი სურნელი,

ჩვენი სიხარულია,

ჩვენი კარგის მსურველი.

მეგობრები შენც ხომ გყავს,

მიჩნეული ტოლებად,

ჩვენ კი როგორ ვივარგოთ,

თუ ის არ გვეყოლება?

ჩამოვჭკნებით უიღბლოდ,

უმურაზოდ დავრჩებით, -

ვიღამ ააცქრიალოს

ჩვენი კონტა ფარჩები?

ო, ნუ იჭერთ პეპელას:

თქვენს ხელში რომ მოხვდება,

დიდხანს აღარ იცოცხლებს,

უსათუოდ მოკვდება.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen