კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 01:49
Advertisement

 

 

 

დღემ იკლო, ღამე გადიდდა,

ჰავამ იცვალა ნირია,

აცივდა… სამხრეთისაკენ

მზემ შეიბრუნა პირია.


მინდვრები გაგვივერანდა,

ტყემ დაიბერტყა მხრებია,

ცამ ჩამოხარა წარბები,

გაგიჭაღარა მთებია.


ჭყაპი და თოვლი მატულობს,

ყინვა პარპაშებს ღამითა,

რთვილმა დააზრო ბალახი,

გაზრდილი დილის ნამითა.


ტყე-მინდვრით სოფელს მოაწყდა

კამეჩი, ძროხა, ღორია;

ცხვარ-მწყემსმა შირაქს მიჰმართა,

გზა გაიარა შორია.


გამოგვეთხოვნენ, გაფრინდნენ

მტრედი, გვრიტი და მწყერია;

მერცხალმაც მალე დასტოვა

ჩვენი დერეფნის ჭერია…


თითქოს გლოვობდეს, მიდამოს

თალხი აცვია ტანზედა…

მხოლოდ სოფელი გულდიდობს,

ფეხი გაიდგა განზედა.


გულდიდობს, ხარობს, გადახნა

სოფლის ბოლო და თავია;

მომკო, გალეწა, ორმოში

ბლომად ჩაყარა ხვავია!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შიო მღვიმელი  • • •   შიო მღვიმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen