კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:19
Advertisement

 

 

 

მოდი, ჩემო, შემოდგომავ,

მზეო ქარვისფერო,

დავიღალე, დავიღალე,

იქნებ, დავისვენო...


მოდი, ჩემო, შემოდგომავ,

შენი ფერადებით - 

ჩემი სული დაუხატე

ვისაც ველანდები.


ჩემი სიტყვა გააგონე

ბაღის დანახვისას,

ჩემი სუნთქვა მიამსგავსე

შრიალს ბალახისას.


იქნებ, იქნებ მოაგონო -

თუ არ ვაგონდები,

ფოთოლ - ფოთოლ - ფოთოლცვენის

ჩუმი აკორდებით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ალხაზიშვილი  • • •   გივი ალხაზიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen