კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:07

 

 

 

შემოდგომაა,

ხმელ ბალახში ფათურობს წვიმა,

ქარი იტაცებს შინდის ფოთლებს,

ტოტზე გარჩენილს,

ამ ლოდების ქვეშ

ახლა მარტო დამდნარ ძვლებს სძინავთ,

საით წავიდა,

სად გაფრინდა სხვა დანარჩენი?


დაიკეცება

ერთხელ ჩვენი სიცოცხლის წიგნიც,

აგვატარებენ ბოლო აღმართს,

ალბათ, ნელიად...

რა ეშველებათ

ამ ქვეყნიდან წაყოლილ ფიქრებს,

რომლებიც აქაც

ვერავისთვის გაგვიმხელია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ