თოვლით დაფენილს ტრიალს მინდორსა თითქო ღრმა ძილით ჩასძინებოდა და ხშირსა ტყესა, ჩადრ-წამოსხმულსა, სახე სრულიად გაშეშებოდა.
არც ნადირთა ხმა, არც კაცთ ძახილი, ირგვლივ ცის კიდით კიდემდისინა იდგა სიჩუმე, ვით მკვდართა ძილი.
ყინვა თანდათან ძლიერდებოდა; ხან აღმა მთებზე და ხან ჩამოღმა იგი მეფურად დაბრძანდებოდა.
არ აშრებდა გატკეპნილ გზასა, უნდოდა ძალა გამოეჩინა. წინ დაჰხვედროდა მომავალს მგზავრსა.
ბავშვი წიგნებით იღლიაშია! ჩქარი ნაბიჯით, ცოცხალი სახით მიცუნცულებდა ის სკოლაშია.
და მრისხანებით გადუდგა წინა: ,, ბავშვო, სულელო“, მსწრაფლ მიაძახა, გირჩევ, ეხლავე დაბრუნდე შინა.
მალე გეცვლება წითელი ფერი, იცოდე, შენზე დიდებისათვის მომიგრეხია მწარედ კისერი“.
სცივა და მთელი ტანით ძაგძაგებს, მაინც არ სდგება, ხელების ფშვნეტით მიხტის და ფეხებს მიაბაკუნებს...
პატარა ბავშვის მხნეობაზედა, უმატებს სუსხსა და ცეცხლსა ანთებს იმის ლოყებსა და ყურებზედა.
მთლად დაეყინა ხელი, ფეხები„ ,,ვაიმე დედავ!“ უცებ გაისმა და გადმოსცვივდა საწყალს ცრემლები.
ფეხიც არ შესდგა, არ შეისვენა! უცებ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა მარდად მოჰკურცხლა მან სკოლისკენა.
სკოლის ფანჯარა, ცეცხლის შუქიცა! სულ დაავიწყდა მაშინვე იმას ყინვაც და მისი ბაქი-ბუქიცა. |