კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:16
Advertisement

 

 

 

ნაწვიმარია. მთაწმინდაზე თეთრი ნისლი წევს.

ჯერ არ გამშრალა ქვაფენილზე სველი ლაქები.

ქუჩაში მიდის მამაჩემი, გოგი ქვლივიძე -

ერთ დროს ცნობილი ინჟინერი და ქალაქელი.


მას ძველმოდური, გაცრეცილი პალტო აცვია,

ჭაღარა თავზე ქალაქური „კარტუზი“ ხურავს,

მიდის ქუჩაში მარტოხელა ბერიკაცი და

ჰგავს უცხო სახლში ალალბედად მოხვედრილ სტუმარს...


მახსოვს, მოსკოვში გამოგზავნილ წერილში მწერდა:

„ვერა გავუგე ვერაფერი ახალ ცხოვრებას,

გადავიღალე ჭიდაობით ავბედით წლებთან

და ვგრძნობ აშკარად დასასრულის მოახლოებას!


თბილისში ვცხოვრობ და ქალაქურ ადათ-წესს ვნატრობ

და აღარ მესმის - ვინ ვინ არის, ან მე ვინა ვარ...

გუშინ მთელი დღე რუსთაველზე ვიდექი მარტო

და იცი, ერთმა ნაცნობმაც არ გამოიარა!...


ეტყობა, ჩემი დრო წასულა, არ ვარ საჭირო,

უკანასკნელი, ქალაქს შევრჩი, როგორც მძევალი

და მის ქუჩებში დღეს რომ სადმე ფეხი გავჭიმო,

კაცი არ იტყვის: „ეს ხომ გოგი ქვლივიძე არი!“


არადა, შვილო, ნუ ჩამითვლი ამ სიტყვებს კვეხნად, 

დრო იყო, ქალაქს ამშვენებდა ჩემი კაცობა...“

...

მამაჩემივით, რუსთაველზე მე ვდგავარ ეხლა

და ვუცდი - იქნებ გაიაროს ვინმე ნაცნობმა.

 

ლექსები მამაზე  • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen