არ გიყვარდეს, შვილო, მამა,
რომ დაჰკარგავ, არ ინანებ,
შენს გულს დარდი არ ექნება,
თვალს ცრემლი არ დაგინამებს;
უყვარელი მაგარია,
უყვარელიც მოსთიბს ყანებს,
უყვარლად ადგებ-დაწვება,
ცხოვრების გზას გაიხანებს.