კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 20:08
Advertisement

 

 

 

ისმოდა მხოლოდ - „ღმერთო მოჰმადლე“

და ცრემლიანი იჯდა ლოგინთან

ჩემი და...

როცა თეთრი ხომალდით,

მამისთვის ბოლო თოვლი მოვიდა.


მახსოვს, ყველანი სახლში ვიყავით,

გარეთ ბრწყინავდა ბროლის ლაშქარი

და გული მწყდება, მამი,

იმ ღამით, -

სიკვდილს თოვლში რომ ვერ შეასწარი.


სიკვდილს ცივსა და საშიშს ესოდენ...

როცა რიჟრაჟმაც თოვლი აისხა

მამის ოთახში

აღარ ისმოდა

აღარც ლოცვა და აღარც მამის ხმა.


სეზონიც ამინდს ვეღარ დაჯერდა

და ირწეოდა თოვლი სავსებით,

თუმც ყოველ ღამე ვხსნიდი

ფანჯრებს და

შენს ოთახს, მამი, მთვარით ვავსებდი.


ისმოდა მხოლოდ - „ღმერთო მოჰმადლე“

და ცრემლიანი იჯდა ლოგინთან

ჩემი და...

როცა თეთრი ხომალდით,

მამისთვის ბოლო თოვლი მოვიდა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen