კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:59
Advertisement

 

 

 

მიწას მოუნდა ღრუბლების დაშლა,

მზე ძირს ჩამოწვა ლანქერად, ზვავად,

დღემ ჰამლეტივით აიღო დაშნა

ღამის მარშრუტის მოსახატავად.

მაგრამ თუ აზრი ვერ აჯაგარდა,

მიწავ, ეს გულში ამოითხარე:

არ არის ქვეყნად, ტფილისის გარდა,

სხვა უფრო მძაფრი და ნაზი მხარე.

ტფილისის კენჭებს ფეხს რომ ვახვედრებ

ბედნიერი ვარ, თამამი მაშინ,

გულში ვიხუტებ: პოეტებს, მხედრებს, -

რომ ბედთან უფრო ვიგრძნო თამაში...

მწამს სახელები: თამარ, რუსუდან,

ლაშა გიორგიმ ფრთა გადამიწვა,

დამაცოხნინე რძე მაგ ძუძუდან

ოი; ტფილისის დედაო მიწავ!

მაგრამ არ მწყალობს ბედი ფიცხელი,

მიწა გამსკდარი, ცა მონაღრუბლი,

და პოეზიაც ისე მიცქერის,

როგორც ილიას დაჭრილი შუბლი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen