მიყვარს თბილისის მზიანი დილა, მაცოცხლებელი მისი ნათელი; მიყვარს, ვინც გულით იმღერა ტკბილად თბილისზე ჩვენი ხალხის სათქმელი. მისი მტკვრის პირი, ბაღის ჩრდილები, მისი მშვენების საცქერლად ირგვლივ, მთები ჯარივით თავშეყრილები. სკოლის მერხიდან, მზიურ ყანიდან; კაცის ოცნება ჯერ თუ კვირტია, თვალს მიაშუქებს, გაშლის ყვავილად. გამხადა ქვეყნის ავ-კარგის მცნობი, რომ მისცემოდა მამულს საკრეფად ნაყოფი ჩემი ფიქრის და გრძნობის. მმოსავს ყოველდღე ვარდის ფურცლებით; მე მის კალთაში არ ვიცი დაღლა, არც არასოდეს არ მოვხუცდები. აზრის სხივია, გულის ნუგეში, ასი თვალი აქვს და ყველას გვხედავს მშობელი ქვეყნის ყველა კუთხეში. მტკვრის მიდამოებს გარშემო იკრებს, ქართვლის სულს თბილად ესალბუნება და უზიარებს გრძნობას და ფიქრებს. |