კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 13:45
Advertisement

 

 

 

მე მთაწმინდაზე ავდივარ დილით,

დიდ პანთეონის შევდგები კართან...

დავხედავ ქვევით დავარდნილ ტფილისს

და მხიბლავს მჩატე ფიფქების ბარდნა.


დგება ტაძარი და გაოცებით

დამაჩერდება ცამდე მაღალი...

შემომხვდებიან დიდი მგოსნები -

მკერდს დაფენილი თეთრი ჭაღარით.


მე ამ ჭაღარას ვემთხვევი კრძალვით

ღელვით დავაცხრობ მხურვალე ტუჩებს,

რომ ანთებული იმათი ალით

კვლავ დავუბრუნდე ტფილისის ქუჩებს.


დაფარავს დიდი ძეგლების ჩრდილი,

მათი არყოფნა მომყვება დარდად...

დავხედავ თეთრად დაფენილ ტფილისს,

და თან ჩავყვები ფიქრების ბარდნას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen