კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:56
Advertisement

 

 

 

შენ გაზარდე ბევრი ბრძენი,

ბედნიერო ქართლის გულო,

საქართველოს მარგალიტო,

საქართველოს თაიგულო!

ცა გაიხსნა, მზე გამოჩნდა,

ცამ ნისლები გადიყარა,

თავისუფალ ჰანგებს მღერის

მეტეხი და ნარიყალა!

გშვენის ვარდი და წალკოტი,

ციურ ცვარით დანამული,

შენზე მღერის, შენზე გალობს

მთაში მწყემსის სალამური!

ვინ აღრიცხოს შენი განძი

და ვინ გითხრას ქება შენა?

ვინ დასთვალოს, რაც რომ ხალხმა 

შენს გულმკერდზე ააშენა?

თბილის-ქალაქ საქართველო

მოჰქარგა და დაამშვენა!

აციმციმდი, აელვარდი,

შვებისა და ლხენის წყაროვ,

საქართველოს მარგალიტო,

საქართველოს ბურჯად მდგარო!

ბედმა ავი აგაშოროს,

ქართლის ფუძევ ამაგდარო,

სანატრელო, სანუკვარო,

საქართველოს ტურფა თვალო!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლადო ასათიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen