კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:19
Advertisement

 

 

 

რა კარგი დღეა, დღე თბილისური,

შემოდგომური,

ეშხით დამტკბარი,

მზე გადახრამდის არის მისული,

არ იძვრის ქარი, არ შხუის მტკვარი.


მზეს უნდა იყოს სიამით სავსე,

ასე თბილი და ასე კეთილი,

დიდხანს გაჩერდეს უღრუბლო ცაზე

და სიყვარულით უმზიროს თბილისს.


თითქოს აწუხებს, რაც დააშავა -

აგვისტოს დამწველ თაკარას ნანობს,

იცის, რომ მალე, სულ მალე ჩავა,

იღიმება და ჩასვლას გვიანობს.


რომ მათ გულებში ცეცხლად აენთოს,

ვისაც ამ წუთის ეშხი უგრძვნია,

ვისაც თბილისში უერთმანეთოდ

ამ მშვენიერ დღეს ვერ გაუძლია.


* * *


შენც გინდა, ზეცას დიდხანს უმზერდე

და ჭაბუკური გულით იწოდე.

მას უმღეროდე, ლექსებს უწერდე,

ის კითხულობდეს და... არ იცოდეს...


ან გვერდით, ახლოს,

სულ ახლოს გყავდეს,

მყუდროში მის გულს ეფიცხებოდე,

მისჩერებოდე,

გწვავდეს,

გიყვარდეს,

ისიც სიყვარულს გეფიცებოდეს...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი შატბერაშვილი  • • •   გიორგი შატბერაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen