კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:00
Advertisement

 

 

 

თბილისის ყველა 

გზა და ბილიკი

ხალხით სავსეა 

ზაფხულ-ზამთარი.

დედის გულსა ჰგავს

ჩვენი თბილისი,

დედის გულივით

ალალ-მართალი.


გზატკეცილები,

ლიანდაგები,

კარგი დარია

თუ ავდარია,

როგორც გულისკენ

სისხლის ძარღვები,

თბილისისაკენ

მოიჩქარიან.


ის, როგორც გული

მზრუნველი მშობლის,

გრძნობს თვისთა

შვილთა

წუხილს და ლხენას,

გრძნობს საქართველოს

ქალაქის, სოფლის

პირველ სიხარულს

და აღმაფრენას.


ხარობს,

როდესაც

შირაქში ბეღლებს

უხვი მოსავლით

მკერდი ევსებათ.

ის გუთნისდედას

თუ ღამის მეხრეს

შორიდან

ტკბილად ეალერსება.


გრძნობს, როგორ იცავს

მებრძოლი საზღვრებს

მიუვალ მთებში,

სამშობლოს კართან,

როგორ დააბერტყს

ნარინჯის ბაღებს

ცა ვარსკვლავებით

ავსებულ კალთას.


გრძნობს, საქართველოს,

მზეში რომ ბრწყინავს,

მტერი ოქროს ვერძს

ვეღარ მოსტაცებს.

მზით დაოქროვილ

შავი ზღვის პირად

აქებს,

ამხნევებს

შრომის ოსტატებს.


მთაგრეხილებით,

ბაღჩა-ბაღებით,

კარგი დარია

თუ ავდარია,

როგორც გულისკენ

სისხლის ძარღვები,

გზები

თბილისში მოიჩქარიან.


თბილისისაკენ 

მოიმღერიან,

ყველა ბილიკით 

თბილისს ერთვიან...

თუმც ქალაქები

ბევრზე ბევრია,

დედათბილისი

ერთადერთია.


აი, რად გვიყვარს

მისი ჩრდილიც კი,

აი, ასეთი

ტკბილი რად არის.

დედის გულსა ჰგავს

ჩვენი თბილისი,

დედის გულივით

ალალ-მართალი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen