კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 18:57
Advertisement

 

 

 

მიყვარს, მიყვარს ბუნდოვანი მთაწმინდა, -

რამაც ფიქრი არეული დაწმინდა.

მიყვარს ამ მთის მყუდრო იდუმალობა,

მწუხრის ჟამზე იქ მგოსნების გალობა!

მიყვარს კალთა დაფნის გვირგვინოსანი, -

სადაც ღამით რონინებდა მგოსანი;

სადაც კვნესდა „ქართვლის ბედზე“ ყრმა შვილი -

საყვარელი ჩემი ბარათაშვილი!

ახ, მთაწმინდავ, - განწირულთა სადგურო, -

ოდეს დღენი ქვეყნად გავინადგურო -

გევედრები კარმელს ნუღა წამწყმიდავ, -

შენს წიაღში ჩამიკონე, მთაწმინდავ!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen