კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:58
Advertisement

 

 

 

კაცი მისთვის იბადება, რომ სიკეთე სთესოს...

რა აჯობებს, ქუთაისში მივყვებოდე რეზოს.

მრავალთაგან შეუცნობი, სხვა ტკივილი მფატრავს,

რა ვიღონო, არ მაქვს ახლა უფრო დიდი ნატვრა.


მოვილხენდით მის საძმოში, დავთვრებოდით მაგრად,

შევახებდი ხელისგულებს - მის ნაფერებ ბაგრატს.

ჯიქურ ჭრიდა, თქმა იცოდა მოკვეთილად, ხისტად...

ზღაპარია, სადღა ვნახავ გაცინებას მისდარს.


სათაფლიას მღვიმესავით გრილად არსად ბნელა...

თვალებს მოეფერებოდა მისი წყალწითელა.

ვერ ვერევი ნაღველს, ვერვის შევაცოდე თავი,

არვინ მყავდა მისნაირი გულში ჩასაკრავი.


იგი შეერკინოს ავბედს, ვინც რომ მამაცია;

დავრაცრაცებ, ცრუ სოფელმა რა დღე დამაწია!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen