კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 00:29

 

 

 

მიცავს წელიწადების აბჯარი და სამოსი:

ქუთაისის - ცხრამეტი და თბილისის - სამოცი.

არვინ წამომიყენოს სარჩელი და ბრალდება:

ქუთაისის ცხრამეტი - სამოცს აღემატება.

მაქებს ლუკა ჩვენი და მაქებს მათე მათი და

უმაღლესი არ გახლავთ ჩემი მათემატიკა,

მაგრამ ფარდობითობის თეორიის თანახმად -

სიჭაბუკე-სიბერის ყველა ხიდი განაღმა.

ადრე, როცა მართობდნენ შაირი და კაფია,

გადიოდნენ დღეები, ახლა წლები გარბიან,

და მე იმ წლებს ჩამითვლის, მხოლოდ იმ წლებს ცხოვრება,

მხოლოდ იმ წლებს, რომლებიც კარგად მემახსოვრება.

 

ლექსები ქუთაისზე  • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ