კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 00:37
Advertisement

 

 

 

გულმა შენთან დაიბუდა

შენს ალერსში დავიღლები

ქუჩები გაქვს სავსე მუდამ

გოგონებით ყვავილებით.


ხელგაშლილი ლაღად დგახარ

თავმომწონე მასპინძელი,

ადვილია შენი ნახვა

დავიწყება არის ძნელი.


ქუთაისო ჩვენი ქვეყნის

ჩვენი ერის ლაზათი ხარ

საქართველოს ბედნიერი

გემრიელი ქალაქი ხარ.


აქ ბაგრატის სხივი ელავს

აქ გელათი შუქში ცურავს

აქ დავითმა სულ პირველად

მკლავი გაიმამაცურა.


სულ მაისის სურნელია

საფირონი მოაქვს რიონს

შენს ქუჩებში უმღერია

აკაკის და გალაქტიონს.


შენ შეგხარით შენ გიმღერით

მართლაც ჩვენი ლაზათი ხარ

საქართველოს ბედნიერი

გემრიელი ქალაქი ხარ.

 

ლექსები ქუთაისზე  • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen