კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:56
Advertisement

 

 

 

ქალაქში უეცარ კერპთმსახურებით: -

რკინის ხაფანგებს ვიღაც გვახვედრებს.

„ჩემი ქუთაისი“ თეთრ საფეხურებით;

ტფილისის დამწვარ გულს მოახავერდებს.

ცრემლიან სიშორეს მთვარეს დავამისებ,

თუ გამახსენდება: ღვეძელი ნაზუქი,

სოფელში დარჩა ყრმობის სიხალისე:

ჰყვირიან ღორები საშობოდ ნასუქი.

სიზმრებს აება დუქნური ნისია

ღამეში როსკიპი თანახმდება ვერცხლზე,

ქალაქის თვალები დამწვარი ისეა;

ვით თუჯის კარდალი სპილენძის ცეცხლზე.

მოუსვენარ ქუჩებს ფიქრი მოერია

შუადღე რომ სწვავს მინის ფერ ლაქებს,

ლოდინი გაფრინდა მზეს უმღერიან:

სად დაათენდება სატახტო ქალაქებს?..

ან თუ ატირდება უფრო უცნაურად,

და აიჩეხება უდაბნოს კბილებზე,

გრაფი ისევ დარჩა ტახტის აზნაურად,

დამწვარი ხელებით რკინის გრეხილებზე:

სოფლური ალერსი თოვლში დაეცა.

გვაწამებს მზის ტანზე დანთილი კერასი,

ქალაქში დაქლექება ფიცით გადმოგვეცა; -

მთა რომ დააღონა იჭვით ბუმბერაზი.

თუ ვკლავ გავთეთრდები ქალაქის სიშავით.

ისევ ავენთები რაინდის ლოცვად,

სოფელში სუფთა და ფაქიზი ვიყავით

დღეს მახრჩობს მტვერი ფრჩხილების მოწვად.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen