კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 17:44
Advertisement

 

 

 

მაღალფარდოვანნი არ მხიბლავს სიტყვები

უბრალო კაცი ვარ, უბრალოდ ნაშობი.

მიყვარს ქუთაისში უბრალოდ ნათქვამი -

"რავა ხარ სიმონ რას შობი?”


არ მიყვარს სიტყვები: "იყავით", "გეთაყვა"

არა მწამს ფერადის, ლურჯია ჩემი ცა.

მიყვარს ქუთაისში სტუმრისთვის ნათქვამი -

"კაი, თუ ღმერთი გწამს, სა მიხვალ, მეიცა!"


არასდროს მომწონდა ეს სიტყვა - "დაქალი”

ქუთაისს როდესაც ჰქვიოდა "აია",

მაშინაც გოგონას დაქალის მაგივრად

ეძახდნენ მე ძმა და შენ კიდე - დაია.


თუ ქუთაისს სთხოვ, რომ გიძმოს

მის სიყვარულში დამწვარი,

თანხმობის ნიშნად გეტყვიან

"რაზეა  სიმონ  ბაზარი”.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen