კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:59
Advertisement

 

 

 

თუ ცისარტყელას ფერადი ხონჩა

არის მშვენება ზეცის კამარის,

მის საპასუხოდ ყოველდღე მოჩანს

რიონის წელზედ რკინის ქამარი.


არა, არ ჰგავხარ მარტო ქუთაისს,

ხარ რაც მინახავს იმაზე მეტი,

ძველს, შავი ზღვიდან მოშვერილ დაისს

შენ შეაგებე სინათლის სვეტი.


არ ჰგევხარ ჩემი ბავშობის ქალაქს,

ხარ უფრო მთელი და ჭიშკრიანი,

შენს შესანიშნავ ხავერდის ბალახს

ესმის ათასჯერ მეტი შრიალი.


შეგეხარების შენი ნაზარდი 

და შენთვის ასეთ სურვილებს ვეძებ:

რომ აბრეშუმით სასვსე ბაზარი

გადაშლილიყოს მწყალობელ მზეზე.


რომ შენი მწვანე ფოთლების ჟღერა

ვიცოდე-მხოლოდ ჩიტებით ვერ ძლებს,

რომ დიდის გულით თქმული სიმღერა

არ დაეძებდეს მოოქრულ ვერძებს.


რომ დაემატოს აგურს აგური,

ფიცარს ფიცარი მისდევდეს ლარში,

და რომ გუგუნი ამხანაგური

რიონის წყალმა ჩაზიდოს ზღვაში.

 

ლექსები ქუთაისზე  • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen