კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:56
Advertisement

 

 

 

იქით მცხეთა მელოდება,

მელოდება გორი აქეთ,

ბიჭებს მერე დავურეკავ,

მერე ავაფორიაქებ.


გავექცევი ლომებს ფხიზელს,

რესტორნების აცილებით,

ქუთაისში ვნახავ მიზეზს

დათრობის და წაძინების.


ელგუჯასთან სხვა ხიბლი აქვს,

სხვა მადლი და სხვა მარილი

ნაკურთხ ციცქა-ცოლიკაურს,

მკურნალს უფლის წამალივით.


ვიცი, ერთ დროს ქუთაისი

საქართველოს ინახავდა,

ხსოვნა გვმართებს გელათში და

ბაგრატში მწოლ წინაპართა.


შევეგუეთ სარფში წერტილს...

ენგურს გაღმა დასმულ მძიმეს...

გვაპატიებს, განა, ღმერთი,

შუქს რომ ვაქრობთ მოციმციმეს.


ჩვენი ნებით - ბედკრულები,

ვუვარდებით ფაშვში მოლას,

ქუთაისო, მეგულები

ამ ზვირთებში მაშველ რგოლად.


ვენაცვალე შენს ტკბილ ქართულს,

სტუმრის გაოცების ჯადოს,

საქართველოს გადამრჩენი

ღმერთმა ქნას, აქ დაიბადოს!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen