კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 05:29
Advertisement

 

 

 

ფიქრს იმერეთზე ვერ შეველიე, -

მის ცას იისფერს - ზოგჯერ ნისლიანს...

ვერ ნახავ ქალაქს ისე მშვენიერს,

როგორიც ჩემი ქუთაისია!


წადილს გულისას ვერვინ მოიშლის,

და იქნებ მაინც სხვაა მთავარი:

ბევრი ბუდე მაქვს საქართველოში,

მაგრამ ბავშვობის ბუდე სხვა არი!


ვეღარ გივიწყებ (რა ხარ ისეთი!..),

ცვრიან ვარდების მზით დაცვარულო! -

ჩემო ქალაქო, შენ ხარ ის ერთი,

ვისაც სულ უნდა ვესიყვარულო!


მუხლის მოდრეკით შენთან მოვედი,

გულიც საფრენად ცაში ავუშვი...

ჯვარცმული არის მუდამ პოეტი

და სულს ვიბრუნებ შენს სიყვარულში.

 

ლექსები ქუთაისზე  • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen