კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:59
Advertisement

 

 

 

გავარვარებულ შუბლით

ვეყრდნობი ფანჯრის მინას,

ღამეა, მთვარის შუქზე

ძველი ბაგრატი ბრწყინავს.


ათოვს აიას ზეცით

ბროლ-ბადახში და ლალი,

ვარ სილამაზით, ღვინით

და სიყვარულით მთვრალი.


წუხელ თეთრ ქვებში არღანს

სული ამოძვრა კვნესით,

ცისფერყანწელი ძმების

შესანდობარი შევსვით.


მოვიპატიჟეთ კრძალვით

(თანხმობა იყო სრული)

დიდი აკაკის ლექსი,

გალაკტიონის სული.


მინავარდობდა ბნელში

რიონი ზვირთთა ცემით,

გაღმა ბუნდოვნად ჩანდა

ბავშვობის ციდა გემი.


ლამის შემიკრა სუნთქვა

მოზღვავებულმა განცდამ,

და ჩემდა უნებურად

ეს აღსარება დამცდა:


ჰოი, აიავ, ძველო,

ზღაპრის ქალაქთა დარო,

მშვენიერების წყაროვ,

ქართა მთრთოლვარე ქნარო.


შენს გაღეღილ მკერდს ვკოცნი,

შენს აღზევებას ვნატრობ

ამ აპრილისთვის გმდლობ!

ამ ვარდებისთვის გმადლობ!


მამის საფლავი მანდ მაქვს,

ადრე დამჩაგრა ბედმა,

მანდ დააბიჯებს თალხში

ჩემი ძვირფასი დედა.


მეც მომიგონე, გვედრი,

აღარ ვიქნები ოდეს,

ეს ნაფერები ლექსიც

ჩემგან სახსოვრად გქონდეს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen