კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:23
Advertisement

 

 

 

მინდა შენს მიწას ვემთხვიო,

ვარდებში გადავიკარგო,

ბაგრატის ტაძრის ჩუქურთმა

ზედ გულზე ამოვიქარგო.


ბრძოლებში ნაფრიალებო,

გაუცვეთელო მერდინო,

აკაკის შუბლის ნათელო,

ქართული სიტყვის დედილო.


გულს ეტრატივით გადაშლი,

ალერსით გამანებივრებ,

ე მაგ ჭაღარა კალთაში

თავი მეც ჩამადებინე.


ნიავმა ამიტაცა და

ამყვა სურნელი ბარისა, 

შენს გელათს თეთრი მტრედივით

გულისფიცარზე დავისვამ.


სამოყვროდ ერთხელ მოსულსაც

უქრობ სიყვარულს მიაკმევ,

ქართული ჰანგის ჩანჩქერო,

ქართული ლექსის მეაკვნევ.


ძველი კოლხეთის დიდებავ,

ჩემო მადლო და მირონო,

ცამ გულისკარი გამიხსნა,

შენ რაღას იტყვი რიონო!


იებს დავიბნევ თმაში და

ძელქვებში ჩავიღიმილებ,

შენს ნანას ვენაცვალები,

შენი ქართულის ჭირიმე.

 

ლექსები ქუთაისზე  • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen