კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 01:53
Advertisement

 

 

 

ვერც ისე საშიშ წვიმების ხშირი

და მხიარული ულტიმატუმი,

შესძლებს რომ გულის გულთან კავშირი

შესწყვიტოს... ისე მიყვარს ბათუმი -


თვით ბათუმია ამის მიზეზი,

ბათუმი ჩვენი ქვეყნის კელია

და ამ ქალაქში ხშირად ისე წვიმს

რწმუნდები წვიმაც ბათუმელია.


ლამპიონებზე ღრუბლებს აბამენ

ქუჩები, დღეა შარმის მორგება

როცა ამინდი რძისფერ საღამოს

მოიქარგავს და მოიქოლგება.


და ერთ ქოლგაში მყოფი წყვილები,

მრავლდება თითო-თითო ტირაჟით,

ერთმანეთი რომ უყვართ, წვიმაში -

მიხვდები კაცი დანამდვილებით.


სხედან ჩიტებიც სარეცხ თოკებზე,

სხედან და კენკენ ქალაქს ვნებიანს,

ჩერდება წვიმა ხოლო ქოლგები

სოკოებივით იკრიფებიან.


ლექსი კი რჩება როგორც ბარაქა,

მთვარეს რომ ეტრფის, ღამის - ბაირაღს

და მთელს ქალაქში მთელი ქალაქი

ბედნიერია რაღაცნაირად!...

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen