კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:55

 

 

 

ჯერ არ დამცხრალა ჯიუტი ომი

დაუდგრომელი, ქარივით მკვეთრი

და ატორტმანდა ჩვენი ბათომი,

მწვანე ბათომი მაისის ხვედრი.


სულთანის ხარბი და ჭროღა თვალი

უცქერს, ქალაქო, შენს ნოხურ ბაღებს;

იისფერ ზღვაში მზე ჩამავალი

ძველებურ ლხენით თვალს ვეღარ აღებს.


და შენს მეომარ ამართულ მთაზე

სძინავს ზარბაზანს ძლიერი ძილით,

მაგრამ ართვინის მტვერიან გზაზე

ახალი ურდო მოდის სიფრთხილით.


ცხვრის ქონით უნდა ფერადი ნოხი,

რომ გადალაქოს ჟანგისფერ მტვერმა.

მას უკან დარჩა უკვე ჭოროხი

და მოაღწია საზღვრებთან მტერმა.


უკვე იწყება მრისხანე წამი,

წამი, რომელიც ძვლებს დაახვავებს.

უკვე შეირხა ზღვასთან ლერწამი,

ბათომის ცაზე მე ვუმზერ ყვავებს.


ბრძანება ისმის და სმენა ჩქარა,

გაშალეთ მზეზე კრიალა ხმლები,

ან დავიბრუნოთ ჩვენი აჭარა,

ანდა ბათომთან დავტოვოთ ძვლები.


ადრე სულთანი ნუ გაიხარებს,

გამარჯვებისთვის ადრეა ტაში.

ჩვენ დავიბრუნებთ ბათომის კარებს,

მწარე იქნება ჩვენი რევანში.

 

ლექსები ბათუმზე  • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ