კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:56
Advertisement

 

 

 

როგორ არ ვუთხრა საყვარელ ქალაქს -

ქალაქო ვინ ფლობს შენნაირ ალაგს,

შუა ზამთარში ყვავილი მოვა,

აქ ერთდროულად წლის ოთხი დროა.


შენ, ძველო კოლხო, მესხო, აჭარავ,

შენი ქართული მზე აღარ ჩავა,

თამარის ეშხო, კახაბრის ხმალო,

უფრო ძლიერი იქნები ხვალე!

იყავ, იცოცხლე, არ დაიღალო!


სადაც ჭოროხის იწყება დენა,

ქათქათა ქვებზე ჩქერების ხვევნა,

ფოთლების ღელვად, ფრთოსნების სტვენად

იბადებოდა ქართული ენა.


რაც კი ხმაში და სიტყვაში ბორგავს,

რაც ჟამთადენის ძირიდან მოგვაქვს,

ის ცოცხალია, მიჰყვება, მიგვყავს

დალოცვილია ქება არ უნდა;

შენ დედაენა იმ დღიდან გიყვარს,

ძარღვებში ცხლად რომ ასიარულდა.


ამ წამოწყების მოგრთავს დიდება,

შენზე თქვან: - ოქრო და საწმისია,

ბათუმი არა ქვეყნის კიდეა,

ბათუმი - ქვეყნის დასაწყისია.

 

ლექსები ბათუმზე  • • •   პოეზია - ფრიდონ ხალვაში title=  • • •   ფრიდონ ხალვაშის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen