კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:02

 

 

 

გაზაფხულივით იფერებ ფერებს,

სამკაულები გხატავს და გშვენის,

მე თუმცა გნახე კარგა ხნის მერე,

მაინც ვიცანი სიმაღლე შენი.


შენი კალთების ტევრი ვიცანი,

სასიყვარულოდ გაშლილ ხელებით,

ცისკენ მიიწევს შენი ციცარი,

მიირწევიან ზღვისკენ თელები.


ყვავილებიდან შარბათი წვეთავს,

გელაციცება სხივთა არილი,

მოველ, გიგულე უტკბილეს დედად,

წავალ, მისაგზლე შენი მარილი.


ლექსები ბათუმზე  • • •   პოეზია - გიორგი გიგაური  • • •   გიორგი გიგაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ