ბათუმი არის წვიმის აფიშა, და ღმერთის გულის ფეთქვა, მკაფიო ლექსამდე სველი ვზივარ კაფეში, ფინჯანი ყავის ორთქლთან ვკაფიობ...
ჩემი ომეგაც და ჩემი ალფაც... ასე გულდასმით არ მოვისმენდი ზეციდან რომ არ წვეთავდეს ალბათ...
(და სხვა მოწყენის სურვილი არც მაქვს) გულით ვატარებ ყელთან მიწყვეტილ ჩემი ძმის ნაქონ თითბერის ჯვარცმას...
და მოყინული კვირტების მარშებს... (ო, რა ამაყი, ო, რა ნათელი, ო, რა მართალი იყავი მაშინ...)
სულ რომ არ ჰგვანდნენ სახით იმ ახლებს... ხელში გვეკავა მზე და ბეჭებზე გვედგა ბათუმურ ზეცის სიმაღლე...
ზღვისპირას ღრუბელს ბეჭი აჰკარი... ყველა ობოლი ბიჭის მამა ხარ და უბინაო კაცის სახლ-კარი...
უდედო ბავშვის საღამოს ლოცვა, მზის სიმფონია, ზღვა და აუუ რაა სანახავი ხარ, ყოველთვის, როცა.
და ზღვაში სიზმრებს ააციმციმებ მე შენი ქუჩის დეპუტატი ვარ შენი კაცური სიტყვის სიმძიმე!
მზე ზეცას მოსწყდა როგორც ატომი... მადლობა უფალს, რომ ვარ კაცი და ჩემი სახელი არის ბათუმი! |