კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:53
Advertisement

 

 

 

პოეზიით ინთები

(თუმც სხვა მხრივაც გიტევენ...)

მოდარაჯე რითმები

ღამეს გამოგითევენ...


გფარავს შუშის ფერები,

როგორც ზეცას ქორები,

ქუჩებს შუქნიშნებივით

ავსებს მეტაფორები...


ხარ კარიბჭე დროებით,

იქითაც ვიხედებით...

ზეთისხილის რტოებით

მოჩანს ტაოს ხედები.


ციტრუსების სურნელში

მწიფს ლეღვი და გულაბი,

ჩანან უკვდავ სულებში

ფრიდონი და ზურაბი...


ზღვა - გემების ხაფანგი,

მახე და კაკანათი,

მლაშე ხმებით დაგვბანგავს

და „ჰოიდა ნანათი“...


სავსე ლექსის ბიჭებით,

დიდგულობ და ბათქუნობ,

აბა, ასწით ჭიქები,

გამარჯობა ბათუმო!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen