გმირო, ხმალჩაუგებელო, ჯაჭვგაუხდელო კახეთო, ღმერთმა გვიბოძა სამოთხე, მაგრამ რა ჯვარცმა ვნახეთო... გოლგოთის გზები ვლახეთო, აქ, ფესვი - სისხლით ნარწყავი ამურმა ზარდა სხვა ხედო. სხვა ჭალას, სხვა ველს, სხვა ხევთო, ზღაპრულო, ნატვრის ხალიჩავ, რა ცავ, რა მიწავ, რა ხედო!.. ცივის მთიდან რომ დახედო, ვაზით ნაქარგი გულ-მკერდი, ყინწვისის ხატი - სახედო. ნისლი, წკვარამი ახვეტოს, მოყვრისთვის - ღვინის ფიალავ, მტრისთვის - შხამო და წმახეთო. ბოროტი - შურით გახეთქო, სტუმარს, ვით კეთილ ანგელოზს, სულ სიყვარულში ვახვევთო. აროდეს ვხვდებით მკვახედო, რამდენმა, ჩვენი სიკეთე - ჩვენვე დაგვიგო მახედო... გეფერო, გრძნობით ნახედო, სიმღერავ, უკვდავებისა, უფლის ბაღნარო, კახეთო!.. |