გიორგი ლეონიძის ხსოვნას
მგოსანს ხიბლავდა კახეთი ფერად-ფერადი ქულაჯით, სიღნაღით გადასახედი და მაყვლის ბუჩქში დურაჯი. ალაზნის ველის ხავერდი, იქ - გრემი, აკადემია, უჯარმა და ალავერდი. რბენა ალაზნის, ივრისა, მოსული ყარაიადან ხმა, მყვირალობა ირმისა. შვენოდა ლომის ბუხუნი, ბრძენის ლურჯ თვალით მზირალი - გეგონებოდა ლუხუმი! შავ ყურღანებში ყივჩაღებს; მხედრებს გაფრენილთ ველადა, ხანძრები რომ გაგვიჩაღეს.
რქაწითლის ტკბილი მტევანი და წინ დაუდგა წარსული, ხეზე ვაზივით გასული. და პალატები მეფეთა, საბას ქართულს რომ ჰხილავდა, ბაჯაღლო შემოეფეთა. ჰყვაოდა, ნაყოფს ისხამდა... ჰხიბლავდა სვეტიცხოველი, მისი ჩუქურთმა ყოველი, გელათი - განძთა საფარი, ქართლის დიდების ლამპარი. შუბლი გაშლილი, მარმარი, სულ თვალწინ ედგა ხატივით, თავზე ნათელის ვარვარით.
ომის დროს ვნახე ის მეტად დამწუხრებული, გარჯილი, როს ეყრებოდა თვის დედას - შვილი ბრძოლაში დაჭრილი. იგი იძახდა ვედრებით, პირსისხლიანი ბანდიტის როცა გვიტევდნენ მხედრები. ფრონტზე მგოსანი ქებული, ჩვენი სამშობლოს გმირებთან როს ვნახე გადაღებული...
ვით ხე წახრილი განდაგან - „ოლე“ კლდის თავზე დამდგარი ვნახე. მომესმა დგანდგარი და მყის დაეცა ქადაგად. თავზე „ნატვრის ხე“ გვირგვინად, როცა სხვას უკვე არ ჰგავდა და ცამ მის თავზეც იგრგვინა.
ზემო წყნეთს, უძოს მთის ძირას თვის აგარაკზე კვდებოდა შფოთავდა, ვერ დაეძინა, ავი სენისგან დნებოდა. ცხელოდა, ღვიძლი ეწოდა. „კოკა ცივი წყლით აგივსე!“ - ხმა შემოესმა ეზოდან. ივრის ჭალების ნატრული და ტანჯვას უმსუბუქებდა მეზობლის ტკბილი ქართული. შეწყდა ბუხუნი ლომისა, მუნჯი დაისი დგებოდა, - ნიშანი ერის გლოვისა. აღარ სტვენს უცხო ფრთოსანი. ხალხის გართობა არ უნდა, რადგან დუმს ერის მგოსანი.
ზემო წყნეთს, უძოს მთის ძირას თვის აგარაკზე კვდებოდა შფოთავდა, ვერ დაეძინა, ავი სენისგან დნებოდა. ერთი მეცხვარის სიზმარი და თვალწინ ედგა ხშირად ის ვაჟკაცი დღე-დღე ცისმარი. სულის ამოსვლის დღე არი“, - იძახდა: - "რა დავაშავე, რომ მტანჯავს ბედი მდევარი!“
ჰა, მიწა იძვრის გუგუნით, მგოსანს სდის ცრემლის ღვარები, მთაში დაეშვა უკუნი და დაეხუჭა თვალები. არცა დრო, სივრცის საზღვარი და ქვეყნად ყოვლის წამშლელი მოდის სიკვდილი საზარი. სიკვდილმა მაინც ვერ სძლია, რადგან ბეჭს აჯდა ფშაველი მგოსნის ვეება მტკაველი. |