კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:04

 

 

 

თუ გაგივლია კახეთის ზვრებში

და გიკრეფია მტევანი მწიფე,

თუკი ყოფილხარ კამბეჩოვანში 

დაგილევია ნაჟური სითხე.

თუ გინახია ჭიაურის ტყე,

თუ ხორნაბუჯსაც შეავლე თვალი 

თუ სიღნაღიდან განცვიფრებულხარ 

ქიზიყისა და ჰერეთის ცქერით,

თუ ყვარლის გზაზე მთვარიან ღამით

შენც მოხიბლულხარ მეურმის მზერით.

თუ გინახია კუდიგორის მთა 

ილიას მიწას დადგი ფეხი,

თუ გინახია ვაზთან დახრილი 

ხელდაკოჟრილი კახელი გლეხი.

თუ ბახტრიონის ციხეზე ასულს,

თან მოგყვებოდა გრილი ნიავი,

თუ იქ ჩაგესმა ყურში საამოდ

ზეზვას ლუხუმის ხმლების შრიალი.

თუ გინახია შენ ალავერდი,

თუკი გიგრძვნია გულის ტკივილი,

განთიადისას ალაზნის პირას 

მოგისმენია ხოხბის ყივილი.

თუ იყალთოში თვალწინ დაგიდგა,

დიდი არსენი თავის ამალით,

თუ იქ იხილე შარავანდედი 

დიდი შოთას და დიდი თამარის.

თუკი თელავში შენც შეამჩნიე 

თელაველების სითბო თვალებში,

თუ ერთხელ მაინც დაგინახია

ყაყაჩოები პურის ყანებში.

თუ შუამთაში გაშლილ სუფრასთან 

გაგიტეხია კახელთან პური

მაშინ ნუ მკითხავ თუ მე კახეთზე 

რატომ ვარ ასე შეყვარებული.

შეიძლება დაგაინტერესოთ